ქართული | English | Rусский
 
 

სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას და სამსახურს აერთიანებს.

ჰოსპიტალური ნაწილი შედგება ემერჯენსის, ანუ მიმღები და მწვავე-გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობის დეპარტამენტისგან. ფუნქციონირებს კრიტიკული მედიცინისა და რეანიმაციულ-ანესთეზიოლოგიური სამსახური, ასევე, ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ზოგად ქირურგიას, ჩირქოვან ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ენდოკრინოლოგიურ ქირურგიას, ონკოლოგიურ ქირურგიას, ოფთალმოლოგიას, ოტორინოლარინგოლოგიას და ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებას. ასევე, თერაპიული პროფილებიდან მუშაობს ზოგად თერაპიული განყოფილება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ზოგად თერაპიას, ენდოკრინოლოგიას, ალერგოლოგიას, ტოქსიკოლოგიას, ნეფროლოგიას, გარდა ამისა, ფუნქციონირებს ინფექციური განყოფილება, ნეიროქირურგიული დეპარტამენტი, კარდიოლოგიური განყოფილება და ინვაზიური კარდიოლოგია.

დაწესებულებაში მოქმედებს პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება, რომელიც მრავალპროფილურია. ასევე, ფუნქციონირებს ფტიზიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ონკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, სტომატოლოგიური კლინიკა, ნარკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, ყოველივე ჩამოთვლილის გარდა, დაწესებულებას გააჩნია სისხლის ბანკი. ასევე, მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება და რეფერალის სამსახური.

ლაბორატორია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და  მოსახლეობას  150-ზე  მეტი  სახეობის გამოკვლევას  სთავაზობს დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია,  სეროლოგია, ჰემოსტაზი, ბაქტერიოლოგია.  მუდმივად ვითარდება და იხვეწება კვლევის მეთოდები.

 

,,გორმედის“ ხელმძღვანელობა გერმანიაში, სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალიზებულ საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულდა სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალიზებული საერთაშორისო გამოფენა. აღნიშნულ ღონისძიებაზე სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ ხელმძღვანელობამ სამომავალო თანამშრომლობის თაობაზე რამდენიმე წამყვან მწარმოებელთან მოლაპარაკებები გამართა. ,,გორმედის“ მიზანია, სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიები დანერგოს და წამყვანი უცხოური კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხი.
1 2

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია