ქართული | English | Rусский
 
 

მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდების პარალელურად, ,,გორმედი“ ქველმოქმედებასაც ეწევა. 
ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი ,,გორმედი“, რომელიც სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობას აფინანსებს, ცდილობს, გარკვეული დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა, მოტივირებულ სტუდენტებს, ვისაც ოჯახის სოციალური მდგომარება მნიშვნელოვნად უშლის ხელს სრულყოფილი განათლების მიღებაში.
სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები - ლია ჯავახიშვილი (ქიმიის ფაკულტეტი) და ნელი გოგინაშვილი (ბიოლოგიის ფაკულტეტი) ,,გორმედის“ სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში მიიღებენ. 
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ტირძნისსა და ხურვალეთში მცხოვრები გოგონები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ორივე მათგანმა წარჩინებით დაამთავრა სკოლა და სტუდენტები გახდნენ (ამასთანავე, ჯავახიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ქსუისიდან დევნილია).
ლია ჯავახიშვილს და ნელი გოგინაშვილს სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ დამფუძნებლები - გია სვანაძე და გიორგი კაკუშაძე, ასევე, საქველმოქმედო ფონდ ,,გორმედის“ ხელმძღვანელი დავით სარალიძე შეხვდნენ.

 

უკან

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია