ქართული | English | Rусский
 

 სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“ გთავაზობთ მულტიპროფილურ მომსახურებას. კლინიკაში ფუნქციონირებს თერაპიული პროფილი, რომელიც მოიცავს თერაპიას, ნევროლოგიას, ინფექციურ სნეულებებს, კარდიოლოგიას. ასევე, ქირურგიული დეპარტამენტი - ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ტრავმატოლოგია, ანგიოლოგია, უროლოგია, ონკოლოგია.  სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი კრიტიკული მედიცინის განყოფილება.

 ,,გორმედში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა: ექოსკოპია, რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სრული ლაბორატორიული კვლევები. ჩვენთან ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკაც.

კვალიფიციური სპეციალისტები თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ. 

სიახლეები
 
,,გორმედის“ ხელმძღვანელობა გერმანიაში, სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალიზებულ საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულდა სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალიზებული საერთაშორისო გამოფენა. აღნიშნულ ღონისძიებაზე სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ ხელმძღვანელობამ სამომავალო თანამშრომლობის თაობაზე რამდენიმე წამყვან მწარმოებელთან მოლაპარაკებები გამართა. ,,გორმედის“ მიზანია, სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიები დანერგოს და წამყვანი უცხოური კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხი.
1 2 3

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია