ქართული | English | Rусский
 
 

ეფექტური მკურნალობა ზუსტი და მაღალხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, „გორმედის“ ლაბორატორიული სამსახურის მუდმივად განახლება და განვითარება სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

,,გორმედის“ ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მოსახლეობას 150-ზე მეტი სახის გამოკვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, სეროლოგია, ჰემოსტაზი, ბაქტერიოლოგია.

მუდმივად ვითარდება და იხვეწება კვლევის მეთოდები,  პერსონალის  კვალიფიკაცია,  აპარატურა... ,,გორმედის“ ლაბორატორიას ახლახანს შეემატა დანიური წარმოების  ავტომატური ანალიზატორი  ABEL-80 FLEX(Lac), რითიც კიდევ უფრო გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტების  სწრაფი და   ეფექტური  კვლევა.

ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრად გაფართოვდა გამოკვლევების სპექტრი, შესაბამისად, გაიზარდა ლაბორატორის დატვირთვაც. მაგალითად, თუ 2013 წელს, ერთი თვის განმავლობაში სრულდებოდა 5000-მდე გამოკვლევა, ამჟამად ეს ციფრი 14 000-15 000-მდე მერყეობს.

ნიმუშების აღება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების  სრული დაცვით, ყველა არსებული სტანდარტის შესაბამისად ხდება.

ლაბორატორია მუდმივადაა ჩართული ხარისხის შიდა და გარე კონტროლის პროგრამაში. შიდა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას ნიმუშის შემოსვლიდან შედეგების გაცემის ჩათვლით. ყოველი ახალი დღე აქ შიდა კონტროლით იწყება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხარისხის გარე კონტროლიც. ,,გორმედის“ ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია  გერმანიის (HUMEOQAS  HUMAN Extemal Quaitu Assessment Service ) და ინგლისის ხარისხის კონტროლის  (RIQAS Randox International Qualitu Assessment Scheme) ცენტრის მიერ. აღნიშნული პროგრამით, წელიწადში ოთხჯერ ტარდება ,,გორმედის“ ლაბორატორიული ანალიზების გეგმიური ხარისხის კონტროლი.

მიმდინარე წელს, ხარისხის კონტროლის შედეგების საფუძველზე,  ლაბორატორიამ სამი სერთითიკატი უკვე დაიმსახურა. 

ექიმი-ლაბორანტები: მ. ჯიქური; ა. რამაზაშვილი; მ. ლომიძე; ქ. ასკილაშვილი; ნ. გამხუაშვილი; ე. ნადირაძე; ნ. ალიმბარაშვილი; ლ. არაბაშვილი - ეს სწორედ ის გუნდია, რომელიც ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალის, გულიკო მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, პაციენტების ეფექტური მკურნალობისთვის, მაღალხარისხიან ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია, თანამედროვე აპარატურა, საუკეთესო რეაგენტები და სახარჯი მასალა სიზუსტის გარანტი გახლავთ. 

უკან

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია