ქართული | English | Rусский
 
 

,,გორმედის" ექიმებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში უფასო სამედიცინო აქცია გამართეს. აქცია სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. უფასო სამედიცინო კვლევებით 
ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვის და მუმლაანთკარის მოსახლეობამ ისარგებლა. 
ახალუბანში, ,,გორმედის" ექიმებთან ერთად, იმყოფებოდნენ კლინიკის გენერალური დირექტორი გია სვანაძე, პროფესორი დავით ყაზაიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.

უფასო სამედიცინო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღის შენობაში  გაიმართაა. ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვის და მუმლაანთკარის მოსახლეობას სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ სხვადასხვა პროფილის 10 ექიმი უფასო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში უტარებდა. 

 

უკან

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია