ქართული | English | Rусский
 
 

 

საქველმოქმედო ფონდ ,,გორმედის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ათშვილიან დევნილ ოჯახს ,,ფიატის" მარკის მიკროავტობუსი გადაეცა. 
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" გენერალურმა დირექტორმა გია სვანაძემ პირველების მრავალშვილიანი ოჯახი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართან და იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა, რომლებმაც ათშვილიან ოჯახს დახმარება გაუწიეს.
პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია დევნილთა სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.

 საქველმოქმედო ფონდმა „გორმედი“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა.

უკან

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია