ქართული | English | Rусский
 
 

 

,,გორმედი“ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა სალიცენზიო და სანებართვო პირობის დაკმაყოფილებით,  რამდენიმე ტიპის სამსახური მოქმედებს.  მულტიპროფილურ განვითარებამდე კი, შ.პ.ს. ,,გორმედმა“ თითქმის შვიდწლიანი გზა გამოიარა.

სამედიცინო ცენტრი 2011 წელს შეიქმნა. დაფუძნდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, რომლის საქმიანობა მთლიანად სამედიცინო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.

,,გორმედში“ რამდენიმე ტიპის სამსახური მოქმედებს. თავდაპირველად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰოსპიტალურ ნაწილზე, რომელიც შედგება ემერჯენსის, ანუ მიმღები და მწვავე-გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობის დეპარტამენტისგან.  მუშაობს კრიტიკული მედიცინისა და რეანიმაციულ-ანესთეზიოლოგიური სამსახური, ასევე, ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ზოგად ქირურგიას, ჩირქოვან ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ენდოკრინოლოგიურ ქირურგიას, ონკოლოგიურ ქირურგიას, ოფთალმოლოგიას, ოტორინოლარინგოლოგიას და ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებას. ასევე, თერაპიული პროფილებიდან მუშაობს ზოგად თერაპიული განყოფილება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ზოგად თერაპიას, ენდოკრინოლოგიას, ალერგოლოგიას, ტოქსიკოლოგიას, ნეფროლოგიას, გარდა ამისა, ფუნქციონირებს ინფექციური განყოფილება, ნეიროქირურგიული დეპარტამენტი, კარდიოლოგიური განყოფილება და ინვაზიური კარდიოლოგია.

რაც შეეხება სტაციონარს, ,,გორმედს“ ერთდროულად შეუძლია 131 პაციენტის მიღება. სულ მალე  კი, ამოქმედდება კარდიოლოგიური კლინიკა, სადაც სრულყოფილად განთავსდება ყველა კარდიოლოგიური პათოლოგიური მიმართულება, ეს იქნება თერაპიული პროფილი, ინვაზიური კარდიოლოგია და დაემატება ახალი რთული დარგი, ეს არის კარდიოქირურგია. ახალი კორპუსის აგების  საფუძველზე, კლინიკას დაემატება 45 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ცენტრი ერთდროულად შეძლებს 180-მდე პაციენტის მკურნალობის უზრუნველყოფას.

სტაციონარის გარდა, დაწესებულებაში მოქმედებს პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება, რომელიც მრავალპროფილურია და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გახლავთ საყოველთაო დაზღვევის პრინციპით დარეგისტრირებული ,,გორმედში“.  ასევე, მუშაობს ფტიზიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ონკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, სტომატოლოგიური კლინიკა, ნარკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, ყოველივე ჩამოთვლილის გარდა, დამატებით, დაწესებულებას გააჩნია სისხლის ბანკი, რაც უზრუნველყოფს, რომ დროულად და ოპერატიულად მოხდეს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტის მიწოდება. ასევე, მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება და რეფერალის სამსახური.

ლაბორატორია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და  მოსახლეობას  150-ზე  მეტი  სახეობის გამოკვლევას  სთავაზობს დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია,  სეროლოგია, ჰემოსტაზი, ბაქტერიოლოგია.  მუდმივად ვითარდება და იხვეწება კვლევის მეთოდები.

ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრები. ,,გორმედმა“ მოიწვია ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული ძალზე კვალიფიციური სპეციალისტები, გარდა ამისა, უცხოელ პარტნორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დაწყებულია ,,გორმედის“ თანამშრომლების გადამზადების პროცესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე წამყვან კლინიკებში.

თავისთავად, სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციას შესაბამისი აპარატურული მხარდაჭერა სჭრდება. სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“ მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიური ციკლის სრულყოფილად ჩამოყალიბებაზე.

1 2 3

ვიდეო ინტერვიუ
,,გორმედი" - სერვისები  
Video screenshot
სამედიცინო ცენტრი გორმედი 
Video screenshot
 
Design by SPAR.GE   © 2024 ყველა უფლება დაცულია